გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის მთავარი გეგმა
|
ენერგიის მუდმივობის კანონი
|
საგანი/პედაგოგი
|
ფიზიკა/სიამაშვილი მედეა
|
სწავლების საფეხური/ კლასი/
|
საბაზო / მეცხრე კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
10 მოსწავლე /გასაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეები არ არიან.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
· სამყაროში მიმდინარე ყველა პროცესი ენერგიის მუდმივობის კანონს ემორჩილება.
· ამ კანონის დარღვევის არც ერთი ფაქტი დაფიქსირებული არ არის.
|
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
|
· დაკვირვების, აღწერის, ექსპერიმენტის ჩატარების, ჰიპოთეზის გამოთქმის, ანალიზისა და დასკვნის გამოტანის უნარ-ჩვევების განვითარება.
· ენერგიის მუდმივობის კანონის დადგენა.
ფიზ. IX. 7. მოსწავლეს შეუძლია ენერგიის შესახებ მსჯელობა. აკვირდება მარტივი ცდებით ენერგიის ერთი სახიდან მეორე სახედ გარდაქმნას და გამოაქვს შესაბამისი დასკვნები. რაოდენობრივად გამოსახავს პროცესს.
|
წინარე ცოდნა
|
· მექანიკური ენერგიის სახეები და მათი ფორმულირება.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
შეფასების სქემა: პრეზენტაცია, დისკუსიაში მონაწილეობა,
|
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
|
სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული, ფანქარი, საწერ-კალამი,
ძაფზე დაკიდებული ბურთულა. ზამბარაზე მიმაგრებული ტვირთი.
კომპიუტერი, ინტერნეტი, ელექტრონული
პრეზენტაცია, ვირტუალური ლაბორატორია.
|
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
|
კლასის ორგანიზება-2წუთი
გაკვეთილის A ფაზა -გამოწვევა
აქტივობა-1 საშინაო დავალების შემოწმება-ინდივიდუალური-3წუთი
აქტივობა-2-ელექტრონული პრეზენტაცია. _ 5 წთ.
გოგენის ფერწერული ტილოების ჩვენება.
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას ხაზს უსვამს თემის აქტუალობას: იოჰან ბერნულის სიტყვებით რომ ვთქვათ: “მუდმივობის კანონების წყალობით ქრება იმის შიში, რომ ბუნებაში ოდესმე გაქრება მოძრაობა. სამყარო გაქვავდება საშინელ უძრავ ქაოსში“.
ვარსკვლავების ევოლუციიდან დაწყებული, ჭია-მაიას სიკვდილით დამთავრებული არის მოვლენათა გარდაქმნის ერთი მთლიანი, უწყვეტი ჯაჭვი,
სადაც მუდამ დაცულია ენერგიის მუდმივობის კანონი. შემთხვევითი არ არის, რომ ეს კანონი პროფესიით ექიმმა აღმოაჩინა, რადგან ადამიანის დაბადება-გარდაცვალება ეს ის მოვლენაა, სადაც ყველაზე სრულად დაცულია ენერგიის მუდმივობის კანონი.
ახლა თქვენ იმოგზაურებთ მშვენიერების სამყაროში (ელექტრონული პრეზენტაცია)
აქტივობა -3 (კითხვა პასუხი) - მთელი კლასი
5 წთ.
წინარე ცოდნის საფუძველზე მოსწავლეებს შეუძლიათ უპასუხონ კითხვებს:
1)მოიყვანეთ მექანიკური ენერგიის გარდაქმნის მაგალითები.
2) რა ენერგეტიკული გარდაქმნები ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც სპრტსმენი ბატუტზე
ხტის?
3)აღწერეთ მექანიკური ენერგიის გარდაქმნის პროცესი, როდესაც მშვილდოსანი სტყორცნის ისარს.
გაკვეთილის B ფაზა -შინაარსის რეალიზება
აქტივობა 1- ექპერიმენტული სამუშაო
ჯგუფური -5 წთ
· კლასი იყოფა ჯგუფებად, ჯგუფებს ურიგდებათ ძაფზე დაკიდებული ბურთულა და ზამბარაზე მიმაგრებული ტვირთი.
· ჯგუფები ეცნობიან ინსტრუქციას: გამოიწვიონ ძაფზე დაკიდებული ბურთულას ზამბარაზე მიმაგრებული ტრვირთის რხევა.
· დაუკვირდნენ და ააღწერონ რა ენერგეტიკულ გარდაქმნებს აქვს ადგილი.
აქტივობა 2- პრეზენტაცია -3 წთ.
აქტივობა 3 -კითხვა -პასუხი
ინდივიდუალური -5 წთ
1) რხევის პერიოდის განმავლობაში რამდენჯერ გარდაიქმნება ქანქარას კინეტიკური ენერგია პოტენციურ ენერგიად?
2) წონასწორობის მდებარეობის გავლიდან
t მომენტში რა სახის ენერგია გააჩნია ბურთულას.
3)რა სახის ენერგია აქვს უძრავ შეკუმშულ ზამბარას და რა ენერგეტიკული გარდაქმნები ხდება პერიოდის განმავლობაში?
გაკვეთილის-C-ფაზა-გამთლიანება
აქტივობა-1-ილუსტრაციებზე დაკვირვება და დისკუსია სურ.3-ისა და სურ.4-ის შესახებ. მთელი კლასი-5 წუთი.
მასწავლებელი სვამს კითხვებს:
1) სურ. 3-ის მიხედვით უცვლელია თუ არა ბურთულას სრული მექანიკური ენერგია?
2) რატომ მოძრაობს პარაშუტისტი თანაბრად?
3) იწვევს თუ არა ამ შემთხვევაში პოტენციური ენერგიის შემცირება კინეტიკური ენერგიის ზრდას? ხომ არ ირღვევა ამ შემთხვევაში ენერგიის მუდმივობის კანონი?
აქტივობა 2-ვირტუალური ლაბორატორია
„ენერგიის მუდმივობის კანონის გამოვლენა ბუნებაში“- 5წთ.
აქტივობა 3- მინი ლექცია -3წთ
მასწავლებელი მოსწავლეების დახმარებით აყალიბებს ენერგიის მუდმივობის კანონს , გამოყავს ფორმულა და განუმარტავს მოსწავლეებს, რომ მექანიკური ენერგიის მუდმივობის კანონი არის კერძო შემთხვევა ზოგადად ენერგიის შენახვის კანონისა , რომლის თანახმად ჩაკეტილი სისტემის სრული ენერგია მუდმივი რჩება.
ს/დ-2წთ. პარაგრაფი 5,5
დიაგრამაზე გამოსახე ზევით ასროლილი და ვარდნილი სხეულის ენერგეტიკული გარდაქმნები ფერების საშუალებით. (ლურჯი-კინ. ენერგია, წითელი-პოტ. ენერგია)
მოსწავლეთა შეფასება -2წთ.
შეფასდება საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა.
|
No comments:
Post a Comment