პროექტის სახელწოდება - გზა ენერგიის წყაროების ძიებიდან ფუკუსიმამდე.
პროექტის მთავარი იდეა - მოსწავლეები ფლობდნენ გარკვეულ ინფორმაციას თავისი ქვეყნის (რაიონის) ენერგეტიკული რესურსებისა და ენერგიის ალტერნატიული წყაროების შესახებ.
პროექტის აქტუალურობა - მსოფლიო არამარტო ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას, არამედ ბუნებრივი რესურსების გამოყენების მასშტაბური ზრდა ეკოლოგიური ვითარების გამწვავების მიზეზი ხდება.
პროექტის მიზნები: ინფორმაციის მოძიებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარება. პრობლემის დანახვისა და გადაჭრის გზების დასახვა.
მოსალოდნელი შედეგი:
ა) გარკვეული ინფორმაციის მოძიებისა და მონაცემების შეგროვების შემდეგ მოსწავლეებს შეეძლებათ იმსჯელონ იმის შესახებ, რა პრობლემების წინაშე ვდგავართ ენერგეტიკული რესურსების მხრივ, ენერგიის რა ალტერნატიული წყაროები განიხილება ჩვენს ქვეყანაში და რატომ უნდა ვთქვათ უარი ბირთვული ენერგიის გამოყენებაზე.
ბ) მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე ცხრილების, დიაგრამების შედგენა, რეფერატის მომზადება.
მონაწილეთა ასაკი - (14 – 16) წელი
ვადები (ხანგრძლივობა) – 10 დღე
პროექტის საჭირო ძირითადი რესურსი: კომპიუტერი (ინტერნეტი) ფოტოაპარატი, ფურცლები, საწერკალამი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა 1 - ჩვენი რაიონის ენერგეტიკული რესურსების დათვალიერება - შესწავლა (მთელი ჯგუფი).
აქტივობა 2 - მოსწავლეები იყოფა ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს ეძლევა დავალება.
I ჯგუფი: მოიძიე ინფორმაცია ჩვენს ქვეყანაში მოხმარებადი ენერგეტიკული რესურსების შესახებ.
II ჯგუფი: მოიძიე ინფორმაცია ენერგიის რა ალტერნატიული წყაროები მოიაზრება საქართველოში.
III ჯგუფი: -მოიპოვე ინფორმაცია და შეადგინე დიაგრამა, რომელიც გვიჩვენებს პროცენტულად ბირთვული ენერგიის როგორი მომხმარებლები არიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები და გვჭირდება თუ არა ჩვენ ამ ტიპის ენერგიის გამოყენება?
აქტივობა 3: - მოპოვებული ინფორმაციები წარმოადგინეთ ცხრილების, დიაგრამების, ილუსტრაციების სახით.
აქტივობა 4: - თემის „ენერგიის ალტერნატიული წყაროების“ -ის დაწერა.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბუნებისმეტყველება: მოსწავლეს შეუძლია ეკოლოგიური პროცესების აღწერა და გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარება.
მათემატიკა: მოსწავლეს შეუძლია მოპოვებული ინფორმაციის ცხრილებით და დიაგრამების სახით წარმოდგენა.
პროექტის ხელმძღვანელი: მედეა სიამაშვილი.
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: siamashvilimedea@gmail.com
No comments:
Post a Comment